ENews.Ge ახალი ამბები

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა



აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა.

თუ კანონპროექტს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს, „ტიკ-ტოკის“ მფლობელ ჩინურ კომპანიას პლატფორმის გასაყიდად ცხრათვიანი ვადა მიეცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აშშ-ის აპლიკაციების მარკეტში აიკრძალება.

კანონპროექტით პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უფლებამოსილება ეძლევა, გაახანგრძლივოს ვადა კიდევ 90 დღით, თუ დადგინდება, რომ გაყიდვის მიმართულებით პროგრესი მიღწეულია.

ვინაიდან კანონპროექტი ამერიკის პარტნიორი ქვეყნების დახმარების პაკეტის ნაწილია, სავარაუდოა, რომ ბაიდენი მას ხელს მოაწერს.

„ტიკტოკის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი უჩივლებენ აშშ-ის მთავრობას, თუ ბაიდენი კანონპროექტს ხელს მოაწერს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა