ჯანდაცვის მინისტრის პირველი შეფასება, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ჯამრთელობის მდგომარეობაზე.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
- არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.
“ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური. ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც კავკასიის მედიის ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, მდგომარეობა საყურადღებოა.
“პატრიარქი შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურები. მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში. მდგომარეობა საყურადღებოა – ჰემოდინამიკა არასტაბილური გვაქვს” – ამბობს კავკასიის მედიცინის ცენტრი ტელეკომპანიასთან საუბრისას.
კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იმყოფებიან.
“ექიმების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რომ პაციენტის უსაფრთხოება უზრუნველყოფილიყო. ასაკის და ყველაფრის გათვალისწინებით, ვითარება მარტივი ნამდვილად არ არის. ამჟამად პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მიმდინარეობს დაკვირვება” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.












