ENews.Ge ახალი ამბები

ელემენტმა შინაგანი ორგანოები დაუწვა ბავშვს… ორი ურთულესი ოპერაციის შემდეგ დაიღუპა”



ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. სო­ფელ ვე­ჯინ­ში, 2 წლის ბავ­შვმა ელე­მენ­ტი გა­დაყ­ლა­პა და გარ­და­იც­ვა­ლა. მცი­რე­წლო­ვა­ნი დღეს დაკ­რძა­ლეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, ბავ­შვმა თვე­ნა­ხევ­რის წინ გა­დაყ­ლა­პა ელე­მენ­ტი, ორი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, სამ­წუ­ხა­როდ, ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

AMBEBI.GE-ს ად­გი­ლობ­რი­ვი უყ­ვე­ბა:

“უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტი მოხ­და, გარ­დაც­ვლი­ლი ორი წლის გო­გო­ნა კატო ია­და­ნაშ­ვი­ლია. ჩა­მო­ას­ვე­ნეს და დღეს დაკ­რძა­ლეს გურ­ჯა­ა­ნის სო­ფელ ვე­ჯინ­ში. ოჯა­ხი არის გურ­ჯა­ა­ნი­დან, მაგ­რამ ცხოვ­რო­ბენ თბი­ლის­ში. ბავ­შვი იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა სის­ხლდე­ნით. რო­გორც მშობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ბავ­შვს სა­ვა­რა­უ­დოდ თვე­ნა­ხევ­რის წინ გა­და­უყ­ლა­პია ელე­მენ­ტი, თურ­მე თა­ვი­დან ეს ფაქ­ტი ვერ შე­ნიშ­ნეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მი­ეკ­რა რო­მე­ლი­ღაც ორ­გა­ნის, რა­ღაც ად­გილ­ზე გა­ჩერ­და.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­უ­ბე­დუ­როდ, გა­იხ­სნა ეს ელე­მენ­ტი და ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი და­ეწ­ვა ბავ­შვს. პა­ტა­რა იწვა იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში. ორი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ამ­ბო­ბენ ასე­თი ოპე­რა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ტარ­დე­ბაო, მაგ­რამ ჩა­უ­ტა­რე­ბია სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ჩა­მო­სულ ექიმს. თუმ­ცა მას პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ უთ­ქვამს, ვერ ვშვე­ლით ბავ­შვს და ამი­ტომ უნდა გავ­რის­კოთ და მე­ო­რე ოპე­რა­ცია უნდა გა­ვა­კე­თო­თო. გა­უ­კეთ­და მე­ო­რე ოპე­რა­ცია, მშობ­ლე­ბის თქმით, გა­ვი­და ოთხი დღე და კარ­გად იყო ბავ­შვი…

გუ­შინ წინ მშობ­ლებ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლეს პა­ტა­რა კლი­ნი­კა­ში. საჭ­მე­ლი აჭა­მეს, ჩვე­უ­ლებ­რივ აქ­ტი­უ­რად იყო თურ­მე, იცი­ნო­და, საჭ­მე­ლიც ჭა­მაო. მაგ­რამ მერე მშობ­ლე­ბი სა­ღა­მოს შინ გა­უშ­ვეს, უთ­ქვამთ, – კარ­გად არის, ჩვენ მივ­ხე­დავთ და ხვალ დი­ლით მო­დი­თო. წა­მო­სუ­ლან მშობ­ლე­ბი სახ­ლში და სამ სა­ათ­ში და­უ­რე­კეს კლი­ნი­კი­დან რომ სის­ხლდე­ნა და­ე­წყო პა­ტა­რას, ვერ შე­ვა­ჩე­რეთ სის­ხლდე­ნა და გარ­და­იც­ვა­ლაო. უსაყ­ვარ­ლე­სი პა­ტა­რა აღარ ჰყავთ. ორი შვი­ლი ჰყავთ მშობ­ლებს, ეს ნა­ბო­ლა­რა გო­გო­ნა იყო. დღეს დავ­კრძა­ლეთ. ამ მწა­რე რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შეა ოჯა­ხი. ვუ­სამ­ძიმ­რებ კი­დევ ერთხელ მათ ამ დიდ ტრა­გე­დი­ას. ბავ­შვი იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლ

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა