ENews.Ge ახალი ამბები

ცეკვის პედაგოგს 13 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – გოგონას ბიძის კომენტარი “მეტრონომთან”



ცოტახნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სენაკში არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტზე ცეკვის მასწავლებელს ადანაშაულებენ. როგორც არასრულწლოვანი გოგონას ბიძამ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა, ბავშვი არის მისი დისშვილი, 13 წლის გოგონა, რომელიც მასწავლებელმა მიიყვანა სამეცადინოდ არასამეცადინო დროს, ვითომდა დახმარების მიზნით.

“ბავშვი არის ჩემი დისშვილი, ჩემი გაზრდილი 13 წლის გოგონა, რომელიც მასწავლებელმა მიიყვანა სამეცადინოდ არასამეცადინო დროს, ვითომდა დახმარების მიზნით. შემდეგ ეს კაცი ეუბნება: “აი, რა თბილი ოთახი დაგახვედრე, რა ლამაზი ხარ”, კოცნის კისერში და მერე, დროის გასვლასთან ერთად, იმატებს სექსუალური შინაარსის ქმედებები, როგორიცაა კისერში კოცნა, მუცელზე ხელის დარტყმა, “აი, ხუთ კილოს დაიკლებ და მერე გოგო არ გაჯობებს” და მსგავსი შინაარსის როგორც ტექსტები, ისე ქმედებები” – განაცხადა არასრულწლოვანის ბიძამ.

მოზარდის ოჯახის წევრი ამბობს, რომ როგორც გაარკვია, 50 წლამდე კაცს ანალოგიურ დანაშაულში სხვა მოზარდებიც ამხელენ.

“ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ მაქვს დაახლოებით ათამდე მონაწერი, სადაც ისინი სხვადასხვა დროის ამბებს მწერენ და ფაქტობრივად, ერთნაირი შინაარსისაა. აქედან ზოგი არის უკვე სკოლა დამთავრებული, ზოგიც კურსდამთავრებული. ამ ინფორმაციას პირადად მიმოწერის საფუძველზე ვფლობ.

მე მოვითხოვ ამ მასწავლებელს შეუჩერდეს პედაგოგიური საქმიანობის უფლება პირველ რიგში. მის მეუღლეს როცა სახლში მიუვარდა ჩემი და და მაზლები, მასწავლებლის მეუღლემ ჩემს დას ხელზე ხელი მოკიდა და უთხრა, რომ ბოდიშს იხდის მომხდართან დაკავშირებით. როდესაც ეს ბრალი ბავშვმა პირზე წაუყენა ბიძების თანდასწრებით, მან განაცხადა, ამ პედოფილმა კაცმა, რომ ეს იყო მეგობრულ კონტექსტში.

საქმეში ჩართული მყავს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელი სააგენტო, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები, ასევე განათლების სამინისტროში დავწერე სპეციალური განცხადება ამ პედოფილ კაცთან დაკავშირებით და ახლა ვიყავი ცეკვების გაერთიანებაში, სადაც ეს კაცია გაწევრიანებული, მე მათ დავუფიქსირე ჩემი აზრი რომ ეს კაცი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.

ჩემი მიზანია უმკაცრესად დასჯა ამ პიროვნების, დასჯა მხოლოდ ციხე კი არა, თავად ანსამბლის სრულად გაუქმება. მას და მის მეუღლეს უნდა აეკრძალოთ პედაგოგიური მოღვაწეობა, მიუხედავდა იმისა, რომ თითქმის 30 წელია სცენაზე დგანან, მათ სცენის მტვერი სიკვდილის ბოლომდე უნდა ენატრებოდეთ ამდენი ბავშვის გაუბედურების გამო. აქ მე მხოლოდ ჩემი დისშვილის გამო არ ვიბრძვი, ნუ, რა საკვირველია, მის გამო ამოვიღე ხმა, თუმცა უამრავ საზიზღრობას ვკითხულობ სხვა მოსწავლეების მიერ მოწერილსაც.

პირველი შემთხვევაა ეს, ბავშვმა პირველივე შემთხვევაზე შეგვატყობინა ოჯახს. ჩემს დისშვილთან არ არის პერმანენტული ხასიათის, თუმცა მონაწერები რომ წავიკითხე, წნევამ ამიწია, ისეთები წერია” – განაცხადა არასრულწლოვანის ბიძამ “მეტრონომთან” საუბრისას.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა