ENews.Ge ახალი ამბები

არ მინდოდა მუხლებზე გასრიალება… ბოდიშს ვუხდი ქართველ ხალხს… უმძიმესი დღეა, ჩვენი სულიერი მამა იყო” – “კვარამ” პატრიარქზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა



ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის შემ­დეგ ეტაპ­ზე ითა­მა­შებს. პსჟ-მ ლონ­დო­ნის ჩელ­სი სტუმ­რა­დაც და­ა­მარ­ცხა. პა­რი­ზე­ლებ­მა ორი მატ­ჩის ჯაშ­ში 8-2 მო­ი­გეს. მატ­ჩი­სას “კვა­რამ” გოლი მე­ექ­ვსე წუთ­ზე გა­ი­ტა­ნა. გა­ტა­ნი­ლი გოლი მან სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის ხსოვ­ნას მი­უ­ძღვნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან მცი­რე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და გო­ლის გა­ტა­ნის შემ­დეგ გა­მო­ხა­ტუ­ლი ემო­ცი­ის გამო ხალ­ხს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

  • “არ მინ­დო­და მუხ­ლებ­ზე გას­რი­ა­ლე­ბა, მაგ­რამ იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რად ვი­ყა­ვი… ბო­დიშს ვუხ­დი ქარ­თველ ხალ­ხს, ემო­ცია ვერ გა­ვა­კონ­ტრო­ლე. გა­მახ­სენ­და რაც ხდე­ბო­და და ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, უმ­ძი­მე­სი დღეა, ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი მამა იყო” – ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ ილია მე­ო­რე­ზე სა­უბ­რის დროს ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა. მის ვი­დეო კო­მენ­ტარს GEO TEAM ავ­რცე­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გლო­ვა გა­მო­ცხად­და. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბებ­ზე სა­ხელ­მწი­ფო დრო­შე­ბი და­ეშ­ვე­ბა.

ცნო­ბის­თვის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II 93 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში მე­უ­ფე შიომ გა­ა­კე­თა.

https://www.facebook.com/share/v/1DpgdUe7aT/?mibextid=wwXIfr

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა