ENews.Ge ახალი ამბები

პატრიარქ ილია მეორეს სიონის ტაძრის საკურთხეველთან, მარცხენა მხარეს დაკრძალავენ



პატრიარქ ილია მეორეს სიონის ტაძრის საკურთხეველთან, მარცხენა მხარეს დაკრძალავენ – ინფორმაციას რადიო თავისუფლება დეკანოზ გიორგი სამანაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.

სიონშია დაკრძალული ყველა პატრიარქი, რომელიც საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ჰყავდა: კირიონ II (საძაგლიშვილი), ლეონიდე (ოქროპორიძე), ამბროსი (ხელაია), ქრისტეფორე III (ციცქიშვილი), კალისტრატე ცინცაძე, მელქისედეკ III (ფხალაძე), ეფრემ II (სიდამონიძე), დავით VI (დევდარიანი).

პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს საღამოს გარდაიცვალა. მას 22 მარტს დაკრძალავენ, მანამდე კი მისი სამოქალაქო პანაშვიდები 24 საათის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.

ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამღძვრად 1977 წელს აირჩიეს.

📸 რადიო თავისუფლება

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა