ENews.Ge ახალი ამბები

თბილისის მეტრო სამი დღის განმავლობაში მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პანაშვიდებთან დაკავშირებით იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დღეს, თბილისის მეტრო მგზავრებს 02:00 საათამდე  მოემსახურება. აღნიშნული ცვლილება იმოქმედებს 20 და 21 მარტსაც. ასევე, გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათები და 20 და 21 მარტს, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ასევე,  02:00 საათამდე ისარგებლონ.

ამავე პერიოდში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა