ENews.Ge ახალი ამბები

39 წლის იურისტი გარდაიცვალა.



15 მარტს, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის სწრა­ფი და უე­ცა­რი დამ­ძი­მე­ბის შე­დე­გად 39 წლის ასაკ­ში იუ­რის­ტი და­ვით ჭყო­ნია გარ­და­იც­ვა­ლა.

მას მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა. და­ვით ჭყო­ნია იყო სა­ქარ­თვე­ლოს დამ­საქ­მე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის აჭა­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

მე­გობ­რე­ბის თქმით, მან ხელი შე­უ­წყო აჭა­რა­ში უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­უ­რი მას­შტა­ბუ­რი სამ­შე­ნებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

ის შპს “ლე­გალ ქონ­სალ­თინგ ცენ­ტრის“ პარტნი­ო­რი და დი­რექ­ტო­რიც იყო.

“პი­რად პრაქ­ტი­კას­თან ერ­თად, და­ვით ჭყო­ნი­ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელი შე­უ­წყო ად­გი­ლობ­რივ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს (NGO) წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში, იყო რამ­დე­ნი­მე სა­მეც­ნი­ე­რო წიგ­ნის ავ­ტო­რი და ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობ­და ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, იყო კარ­გი მე­გო­ბა­რი, თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და სა­მა­გა­ლი­თო მა­მუ­ლიშ­ვი­ლი”, – ამ­ბო­ბენ მისი მე­გობ­რე­ბი.

და­ვით ჭყო­ნი­ას და­ცუ­ლი აქვს სა­მარ­თლის ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი, ხოლო, შემ­დგომ­ში, ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­ულ და სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტ­მა მი­ა­ნი­ჭა სა­მარ­თლის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი. და­ვით ჭყო­ნია ასე­ვე სწავ­ლობ­და სამ­ხრეთ კა­ი­უ­გას უმაღ­ლეს სკო­ლა­ში (ნიუ-ორკი, აშშ) და არა­ერ­თხელ და­ეს­წრო ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მებს, სე­მი­ნა­რებს, ტრე­ნინ­გებ­სა და სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ებს. და­ვით ჭყო­ნია სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ტრე­ნე­რი და კონ­სულ­ტან­ტი გახ­ლდათ იუ­რი­დი­ულ სფე­რო­ში, კონ­ფლიქ­ტე­ბის მარ­თვა­ში, ეფექ­ტურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში, პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯმენ­ტსა და ა.შ.სა­ქარ­თვე­ლოს ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევრ და­ვით ჭყო­ნი­ას მი­ღე­ბუ­ლი აქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კა სა­მო­ქა­ლა­ქო, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ში. და­ვით ჭყო­ნი­ას აგ­რეთ­ვე ეკა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს დამ­საქ­მე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის (ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ის) აჭა­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა