ENews.Ge ახალი ამბები

21 და 22 მარტს 12:00 საათზე, მთელ ქვეყანაში, ტაძრებში გლოვის ზარებს დარეკავენ



საქართველო კათოლიკოს-პატრიარქს გლოვობს, მეოთხე დღეა ხალხის უსასრულო ნაკადია სამების ტაძარში, ტაძრის ეზოში და მიმდებარედ.

გრძელი რიგი ავლაბრის მოედნიდან იწყება. მოქალაქეები ჩამოდიან საქართველოს რეგიონებიდან და ელოდებიან რიგში საკუთარ ადგილს, რათა პატრიარქს პატივი მიაგონ.

დღეს და ხვალ, 21 და 22 მარტს 12:00 საათზე, მთელ ქვეყანაში ტაძრებში გლოვის ზარებს დარეკავენ. დღეს, 21 მარტს უკანასკნელი სამოქალაქო პანაშვიდია. მეოთხე დღეა ეპოქალურ ილია მეორეს მთელი საქართველო ეთხოვება, პანაშვიდს ემოციის გარეშე არავინ ტოვებს. სამების საკათედრო ტაძარში მიცვალებულთა მოსახსენებელი ლიტურგია მიმდინარეობს. ცნობისთვის, ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა