ENews.Ge ახალი ამბები

30 წლის ქალის, სავარაუდო გარდაცვალების მიზეზი კონსერვირებული საჭმელია.



გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 30 წლის ქალი, სავარაუდოდ, კონსერვირებული პროდუქტის მიღების შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

შემთხვევა სოფელ კარდენახში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა სახლში დამზადებული დაკონსერვებული ბადრიჯანი შეჭამა და თავი შეუძლოდ იგრძნო. მათივე თქმით, პროდუქტის მიღების შემდეგ ის შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

მედიკოსებმა ის გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ძლიერი ინტოქსიკაციის გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალების ფაქტზე ექსპერტიზა დაინიშნა.

გარდაცვლილს მცირეწლოვანი შვილები დარჩა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა