ENews.Ge ახალი ამბები

"ვაიმე, ცუდად ვარო - ეს იყო მისი ბოლო სიტყვები…" - 17 წლის ანის ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა



"თეთ­რი ფერი, ჩემ­თვის ასო­ცირ­დე­ბა სულ­თან. ეს ფერი, სიწ­მინ­დის გან­ცდას წარ­მო­შობს, უკ­ვდავ სულ­თან, ში­ნა­გან ბუ­ნე­ბას­თან. ნამ­დვი­ლად ღრმა და მშვე­ნი­ერ ასო­ცი­რე­ბას ქმნის. ეს ფერი ჩემი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია“, - ეს სი­ტყვე­ბი ეკუთ­ვნის 17 წლის ანი წი­ქა­რიშ­ვილს, ნორჩ ჩო­ხო­სანს, რო­მე­ლიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა... ტრა­გე­დია 2024 წელს მოხ­და - ბაღ­დათ­ში, ბავ­შვთა ცეკ­ვე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე, ქუ­თა­ი­სე­ლი გო­გო­ნა ანი შე­უძ­ლოდ გახ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. მი­ზე­ზი გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა გახ­და...

"ბაღ­დად­ში მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. ძა­ლი­ან რთუ­ლია, მას­ზე დღე­საც, წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი... უფალს შევ­თხოვ, ყვე­ლა მშო­ბე­ლი და­ი­ფა­როს მსგავ­სი ტრა­გე­დი­ის­გან. ძა­ლი­ან რთუ­ლია ჩემ­თვის მას­ზე სა­უ­ბა­რი. სულ თვალ­წინ მიდ­გას, ან­გე­ლო­ზი­ვით ლა­მა­ზი, მო­ღი­მა­რი გო­გოს სახე, რო­მე­ლიც ყვე­ლას სულ უცი­ნო­და და თა­ვის წილ სიყ­ვა­რულს უნა­წი­ლებ­და", - გვე­უბ­ნე­ბა კახა მარ­კო­იშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს ქო­რე­ოგ­რაფ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე.

ახალ­გაზ­რდა მო­ცეკ­ვა­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭი­ე­რე­ბით იყო აღ­ბეჭ­დი­ლი. ქო­რე­ოგ­რა­ფი, ან­სამ­ბლ "ცე­კუ­რის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი კობა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი კი იხ­სე­ნებს, რომ სი­ცო­ცხლით სავ­სე, შრო­მის­მოყ­ვა­რე გო­გო­ნას ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ილე­თე­ბიც კი მარ­ტი­ვად გა­მოს­დი­ო­და: "ჩვენ მას ცე­კუ­რის "რა­კე­ტა“ შე­ვარ­ქვით, რად­გან გიჟი იყო ცეკ­ვის. 19 ში ოქ­როს და­ბა­დე­ბის დღეს, ჩვენ მას დიდ კონ­ცერტს მი­უ­ძღვნით და ასე მო­ვე­ფე­რე­ბით".

გო­გო­ნას დედა შო­რე­ნა ნო­ზა­ძე იხ­სე­ნებს, რომ ანა თურ­მე ოქ­როს და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა­ზე ოც­ნე­ბობ­და: "ერთხელ მი­თხრა, გრან­დი­ო­ზუ­ლი და­ბა­დე­ბის დღე გა­და­მი­ხა­დეო... მე ახლა აღა­რაფ­რის თავი მაქვს, მაგ­რამ მისი სა­ო­ცა­რი ქო­რე­ოგ­რა­ფის ინი­ცი­ა­ტი­ვით ანას სა­ხელ­ზე ტარ­დე­ბა კონ­ცერ­ტი, შემ­დეგ სა­საფ­ლა­ო­ზე გა­ვალთ და ამის მერე იქ­ნე­ბა დიდი სუფ­რა. მე 10 წუ­თით მა­ინც მი­ვალ... თავ­მდა­ბა­ლი იყო ჩემი გოგო და ყვე­ლა­ფერ­ში ნი­ჭი­ე­რი. ერთი სა­ა­თიც კი ვერ ძლებ­და და ვერც მე ვძლებ­დი უი­მი­სოდ... რომ შევ­ხე­დავ­დი, მა­შინ­ვე უსი­ტყვოდ ეს­მო­და ჩემი. გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვე­ში და­მე­სიზ­მრა და მი­საყ­ვე­დუ­რა, - შენ მოგ­წონს ასე­თი შენი თავი. მე აქ, ბედ­ნი­ე­რი ვარ და ჩემ­ზე ნუ ტი­რი­თო... თით­ქოს გა­მი­ცო­ცხლდა იმ წუ­თას და მო­მეშ­ვა შე­და­რე­ბით...

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უჭირთ მის მას­წავ­ლებ­ლებს... სა­ო­ცა­რი თემა და­წე­რა ბოლო, რო­მე­ლიც ასე­თი სი­ტყვე­ბით მთავ­რდე­ბა: "სულს მი­უ­ძღვის ხორცთ ნაქ­ნა­რი, ავსა-ავი, კარ­გსა-კარ­გი..."

ტრა­გე­დი­ის წინა სა­ღა­მო მი­თხრა, -კობა მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­მიწ­ვია კონ­ცერ­ტზე, რო­მე­ლიც ბაღ­დად­ში ტარ­დე­ბა და იქ­ნებ გა­მიშ­ვაო. ისე­თი ბედ­ნი­ე­რი იყო რა გი­თხრათ, ბრწყი­ნავ­და სი­ხა­რუ­ლი­სა­გან... გა­სა­ო­ცა­რი ისაა, არა­ფე­რი მიგ­რძნია გულ­ში... თურ­მე მთე­ლი გზა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მო­ხა­ტავ­და სი­ხა­რულს, სულ ცეკ­ვავ­და, მღე­რო­და... მე­გობ­რე­ბი­სათ­ვის უთ­ქვამს, - პირ­ვე­ლად ვარ, მა­ყუ­რებ­ლის ამ­პლუ­ა­ში და ნე­ტა­ვი რო­გო­რი შეგ­რძნე­ბა­აო... რომ ჩა­ვიდ­ნენ, ესეც მი­ეხ­მა­რა თა­ვის მე­გობ­რებს გა­მოს­ვლა­ში, მომ­ზა­დე­ბა­ში.. იქ იყო სა­დაც იც­ვლიდ­ნენ გო­გო­ე­ბი, დაჯ­და თურ­მე და თქვა, - ვა­ი­მე ცუ­დად ვარო და გა­თავ­და.... მხო­ლოდ ამ სი­ტყვე­ბის თქმა მო­ას­წრო ჩემ­მა შვილ­მა და დამ­თავ­რდა..."

გო­გო­ნას ხე­ლი­დან ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­დი­ო­და, გა­მორ­ჩე­უ­ლად წერ­და, ხა­ტავ­და... მას წინ დიდი მო­მა­ვა­ლი ჰქონ­და, რო­მე­ლიც ერთ წამ­ში გაქ­რა, დრო გა­ი­ყი­ნა...

გია წი­ქა­რიშ­ვი­ლი, მამა:

"ნე­ბი­ე­რა მყავ­და. და­ბა­დე­ბი­დან ვა­ნე­ბივ­რებ­დი, სულ ვე­ფე­რე­ბო­დი...იმ, დღე­საც რა დღე­საც და­ი­ღუ­პა, მო­ფე­რე­ბით გა­ვა­ცი­ლე, მაგ­რამ კოც­ნა ვერ გა­ვუ­ბე­დე, მა­კი­ა­ჟი რა­ნა­ი­რად გა­ვუ­ფუ­ჭო ბავ­შვს-მეთ­ქი. რა­ტომ­ღაც, როცა გა­დი­ო­და სახ­ლი­დან, რა­ღაც­ნა­ი­რად არ მო­მინ­და გა­სუ­ლი­ყო. მი­თუ­მე­ტეს დღის სა­ა­თებ­ში მი­დი­ოდ­ნენ და ვერც ვე­რა­ფე­რი ვთქვი, არ მინ­დო­და ბავ­შვის­თვის მე­წყე­ნი­ნე­ბი­ნა.

ბავ­შვო­ბი­დან­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. ხან­და­ხან ისეთ რა­მეს იტყო­და, მიკ­ვირ­და, 16 წლის ბავ­შვს სა­ი­დან მო­უ­ვი­და ეს აზრი-მეთ­ქი. რომ წა­მო­ი­ზარ­და თა­ვად და­ა­ლა­გა შიგ­ნით ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორ უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო სახ­ლში თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

ანამ­დე ცოტა ხნით ადრე, ჩემი ძმა - მე­რაბ წი­ქა­რიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, რო­მე­ლიც პატ­რი­არ­ქის ჩო­ხოს­ნე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი წევ­რი იყო. ჩემი ანიც, ძა­ლი­ან ჰგავ­და ჩემს ძმას ხა­სი­ა­თით... ისე მოხ­და, რომ მე­რა­ბიც გუ­ლით გარ­და­მეც­ვა­ლა და მახ­სოვს, ერთი თვე, და­მამ­შვი­დებ­ლებ­ზე ვი­ჯე­ქი... და ანის ამ­ბა­ვი, რომ მოხ­და, მე თვი­თონ მიკ­ვირს, ისე ძლი­ე­რად შევ­ხვდი..აი, იმ მო­მენტს თუ გა­უ­ძე­ლი, იმ პირ­ველ დარ­ტყმას, მერე უკვე რა­ღა­ცას ებ­რძვი. გა­გე­ბის ამ­ბა­ვია ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლე­ბა...დაგ­ვი­რე­კეს, ცუ­დად არი­სო და თურ­მე ბავ­შვი აღა­რაა... რომ თქვა ცუ­დად ვარო, იქვე დამ­თავ­რე­ბუ­ლა ყვე­ლა­ფე­რი...

ამას წი­ნებ­ზე, პოეტ ტა­რი­ელ ხარ­ხე­ლა­ურს ვუს­მენ­დი, იხ­სე­ნებ­და შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ პატ­რი­არ­ქმა რომ უთხრა: "შენ ხარ შვი­ლი და ის არის, მამა... შენ იმის გა­სა­კე­თე­ბე­ლი ისე უნდა გა­ა­კე­თო, რომ მას გა­უ­ხარ­დეს“.

ამ სი­ტყვე­ბის მოს­მე­ნამ ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და და ახლა როცა რა­ი­მეს ვა­კე­თებ, სულ იმას ვფიქ­რობ, - აი, ახლა ანი რომ მი­ყუ­რებ­დეს, ჩემი ეს საქ­ცი­ე­ლი მო­ე­წო­ნე­ბო­და? აი, ამ პრინ­ცი­პით ვცხოვ­რობ ანის შემ­დეგ. ჩემი ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლია, როცა აქე­დან გა­ვალ, ზუს­ტად იმ ღი­მი­ლი­ან გო­გოს შევ­ხვდე, რო­გო­რიც აქ მყავ­და.

მქო­ნია სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბის მო­მენ­ტე­ბიც... მაგ­რამ მერე ამ ჩემს მე­ო­რე შვილს - ანის ძმას რომ შევ­ხე­დავ, ეს მე­ცო­დე­ბა. ამა­საც ხომ სჭირ­დე­ბა ყუ­რა­დღე­ბა?

ანი, ჩემი ძმა­სა­ვით პატ­რი­არ­ქის ჩო­ხო­სა­ნი იყო, მისი ხათ­რით კი­დევ, მთე­ლი მისი ცეკ­ვის ბავ­შვე­ბი გახ­დნენ ჩო­ხოს­ნე­ბი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მე­გობ­რო ჰყავს ჩემს შვილს, დღე არ გავა რომ არ მოგ­ვი­კი­თხონ... ყვე­ლა მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა ჩემი ან­გე­ლო­ზი გო­გოს და­ფა­სე­ბი­სათ­ვის, სიყ­ვა­რუ­ლი­სათ­ვის... მის სა­ო­ცარ მას­წავ­ლებ­ლებს და პე­და­გო­გებს... რომ არა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩვენ ამ ყვე­ლა­ფერს ვერც გა­და­ვი­ტან­დით..."

ლილე ცნო­ბი­ლა­ძე, ანის მე­გო­ბა­რი:

"ანიმ მას­წავ­ლა ნამ­დვი­ლი მე­გობ­რო­ბა, წრფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და ის, რა­საც სი­ტყვე­ბით ბო­ლომ­დე ვერ აღ­წერ. ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა, ყვე­ლას­გან გა­მო­ირ­ჩე­ო­და იმ სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით, რო­მე­ლიც დღეს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია…ის უნი­კა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბა იყო, მას არა მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი სი­ლა­მა­ზე ამ­შვე­ნებ­და, არა­მედ სა­ოც­რად ლა­მა­ზი და სუფ­თა სული ჰქონ­და… ის იყო გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, ჭკვი­ა­ნი და სა­მა­გა­ლი­თო ადა­მი­ა­ნი და ამას არა­ერ­თხელ ამ­ტკი­ცებ­და. ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და გამ­გე­ბი იყო, არ იცო­და წყე­ნა და გულ­ში ბო­რო­ტე­ბა. ყვე­ლას აპა­ტი­ებ­და შეც­დო­მებს, და სწო­რედ ეს ხდი­და მას ასე გა­მორ­ჩე­ულს. უსა­მარ­თლო­ბას ვერ იტან­და და ამას ყო­ველ­თვის უშიშ­რად ამ­ჟღავ­ნებ­და. როცა მო­წყე­ნილს და­მი­ნა­ხავ­და, ისე რომ არა­ფერს ვე­უბ­ნე­ბო­დი, თვი­თონ­ვე ხვდე­ბო­და… სწავ­ლა­შიც გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო ამას ყვე­ლა მისი მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ა­დას­ტუ­რებს. ჩემ­თვის ის ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბა იმ ნა­თელ ადა­მი­ა­ნად, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სად და­მა­ნა­ხა".

ნანა მი­გი­ნე­იშ­ვი­ლი, მას­წავ­ლე­ბე­ლი:

"19 აპ­რილს 19 წლის გახ­დე­ბო­და. ანი ადა­მი­ა­ნი დღე­სას­წა­უ­ლი იყო, რო­მე­ლიც თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბით ყვე­ლას აბედ­ნი­ე­რებ­და. და­დი­ო­და და შლე­ი­ფი­ვით დაჰ­ყვე­ბო­და სიყ­ვა­რუ­ლი, სი­კე­თე, სით­ბო, სი­ფა­ქი­ზე, გულ­წრფე­ლო­ბა და გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა. ანიმ დე­და­მი­წა­ზე ყოფ­ნის მი­სია პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლა. ამ პა­ტა­რა, 17 წლის გო­გო­ნამ, იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლი და­ტო­ვა, სამ­ყა­როც რომ ვერ იტევს, რო­მე­ლიც დროს­თან ერ­თად კი არ გაქ­რე­ბა, სით­ბოდ და სი­ნათ­ლედ გარ­და­იქ­მნე­ბა და უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა"

რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

წყარო: ambebi.ge

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა