ENews.Ge ახალი ამბები

„ინერვიულე, დაო, ცოტა ხანი… რა იცი, რა დამარტყამს თავში…“ – თამუნა მუსერიძე იმ ქალს მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა



ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სანდრო მიკუჩაძეს 12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.

მუ­სე­რი­ძე აცხა­დებს, რომ სუ­ლი­ე­რად გა­ტეხ­ვას არ აპი­რებს და იმ ქალს მი­მარ­თავს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის გვერ­დი­თაა.

„აქ შემ­თხვე­ვით ვინ­მე ხომ არ ფიქ­რობს, რომ მე სუ­ლი­ე­რად და­ვე­ცი, ან გო­ნებ­რი­ვად, მო­რა­ლუ­რად, ან რა­მე­ნა­ი­რად?! ვინ­მე ხომ არ ფიქ­რობს, რომ მე რაც დავ­თმე, იმის დათ­მო­ბა არ მინ­დო­და?! რისი დათ­მო­ბაც მინ­დო­და, ის დავ­თმე.

ეს წუ­თი­ე­რი სი­სუს­ტე­ე­ბი ყვე­ლას ეპა­ტი­ე­ბა, მთა­ვა­რია გვჯე­რო­დეს, რომ ხვალ უფრო კარ­გი დღე იქ­ნე­ბა, იმის შემ­დეგ, კი­დევ უფრო კარ­გი. თუ თქვენ და­ი­ჯე­რებთ, ეს ნამ­დვი­ლად ასე იქ­ნე­ბა. რაც და­სათ­მო­ბია, ის უნდა დათ­მო და უნდა გა­დას­ცე მას, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს, ეს ტვირ­თი თა­ვად ზი­დოს.

ყვე­ლა­ფე­რი აუ­ცი­ლებ­ლად ძა­ლი­ან კარ­გად იქ­ნე­ბა, თუ დი­ლით გა­იღ­ვი­ძებ იმ ფიქ­რით, რომ ის დღე იქ­ნე­ბა კარ­გის მომ­ტა­ნი აუ­ცი­ლებ­ლად.

მე ახლა ვი­ძი­ნებ იმ ფიქ­რით, რომ ყვე­ლა­ფე­რი ცუდი დავ­ტო­ვე უკან და ხვა­ლინ­დე­ლი დღე იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი.

ბევ­რი რჩე­ვა მო­ვის­მი­ნე, მაგ­რამ მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია თა­ვად და­ვა­ჯე­როთ სა­კუ­თა­რი თავი, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­ტა­ნა შეგ­ვიძ­ლია. იმ ვი­ღა­ცებ­მა ვინც ცდი­ლობ­და უბე­დუ­რე­ბა მო­ე­ტა­ნა ჩვენ­თვის, იმათ­მა იჟიმ­ჟი­მონ ცოტა ხანი. ხვალ ახა­ლი დღეა, რა იცით ბედი რას უმ­ზა­დებს, რა იცით, თა­მუ­ნა რას უმ­ზა­დებთ.

ათენ­ში ვი­ტი­რე, შეხ­ვედ­რა რომ მქონ­და დე­დებ­თან. იქ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად მა­ტი­რებ­და.

ის 5-წუ­თი­ა­ნი ტი­რი­ლი საკ­მა­რი­სი იყო. ის ჩემი ახა­ლი “მე­გო­ბა­რი“ ნერ­ვი­უ­ლობს თურ­მე, რომ სა­ჯა­როდ არ ვთქვა მისი სა­ხე­ლი და გვა­რი. ფოტო არ დავ­დო. ინერ­ვი­უ­ლე დაო, ცოტა ხანი ინერ­ვი­უ­ლე ახლა, რა იცი, რა და­მარ­ტყამს თავ­ში“, – წერს თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე.

ასევე ჟურნალისტის თქმით, სოციალურ ქსელში გამომწერები მას ურჩევენ, საჯაროდ გამოაქვეყნოს იმ ადამიანის ფოტო, ვისთანაც ქმარმა უღალატა, თუმცა როგორც თამუნა მუსერიძე აღნიშნავს, ის ამას არ აპირებს.

„მეუბნებიან, დადე ფოტო, სახელი და გვარი, მისი ფეისბუქი.. საჯაროდ „ვათრიოთო“. არაფერს არ დავდებ და არც არავის ვათრევინებ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მეცოდება – თავისი გაჭირვება ეყოფა. ადამიანი ამ ნაბიჯს რომ გადადგამს, ცოდოა. მეორე – არ ვაპირებ არავის თრევას. მჯერა, რასაც აკეთებ, ის აუცილებლად უკან გიბრუნდება. იმ ადამიანს ადრე თუ გვიან უკან დაუბრუნდება. იყოს თავისთვის. თავის თავს უფრო მეტი დაუშავა, ვიდრე მე“,- აღნიშნავს თამუნა მუსერიძე.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა