ENews.Ge ახალი ამბები

ქალი, რომელიც პატრიარქს მხარზე ეამბორა, მისი და არის – რას არის ცნობილი შიო III-ის ერთადერთ დაზე



დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ახა­ლი ფურ­ცე­ლი გა­და­ი­შა­ლა. ზუს­ტად 13:00 სა­ათ­ზე, თბი­ლი­სის ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში და­წყე­ბულ­მა გა­ფარ­თო­ე­ბულ­მა სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბამ, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ, ქვეყ­ნის ახა­ლი სუ­ლი­ე­რი წი­ნამ­ძღო­ლი გა­მო­ავ­ლი­ნა. წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­მა, სამ­ღვდე­ლო­ე­ბამ და ერის­კაც­თა წარ­მო­მად­გენ­ლებმა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქად სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი) აირ­ჩი­ეს.

ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა მო­უ­ლოდ­ნე­ლი, რად­გან ჯერ კი­დევ კან­დი­და­ტე­ბის შერ­ჩე­ვი­სას ყვე­ლა­ზე მეტი, 20 ხმა, სწო­რედ მან მი­ი­ღო სი­ნო­დის­გან.49-წლი­ა­ნი ეპო­ქის შემ­დეგ, რო­მე­ლიც უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბო­და, ეკ­ლე­სი­ის მე­სა­ჭის კვერ­თხი მის­მა რჩე­ულ­მა მო­საყ­დრემ ჩა­ი­ბა­რა. სა­მე­ბის ტაძ­რის გარ­შე­მო შეკ­რე­ბი­ლი მრევ­ლი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ზა­რე­ბის რეკ­ვი­თა და სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდა.

დღეს სა­მე­ბი­დან გა­მო­სულ პატ­რი­არქ შიო მე­სა­მეს ეზო­ში უამ­რა­ვი მომ­ლოც­ვე­ლი ელო­და. ისი­ნი ახა­ლარ­ჩე­ულ პატ­რი­არ­ქს შე­ძა­ხი­ლე­ბით შეხ­ვდნენ. “გვიყ­ვარ­ხარ პატ­რი­არ­ქო!”, ის­მო­და დღეს სა­მე­ბის ეზო­ში.დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გავ­რცელ­და უამ­რა­ვი ფოტო, ვი­დეო სა­მე­ბის ეზო­დან, მაგ­რამ მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო ბერი ან­დრია გე­წა­ძის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დეო კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ პატ­რი­არქ შიო მე­სა­მეს თა­ვი­სი და, ლელა მუ­ჯი­რი მხარ­ზე ეამ­ბო­რე­ბა.

პატ­რი­არ­ქო­ბის სამ კან­დი­დატს შო­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ყვე­ლა­ზე მცი­რე ინ­ფორ­მა­ცია შიო მუ­ჯი­რის შე­სა­ხებ იცო­და. ბევ­რი მათ­გა­ნი დღეს გა­ი­გებს, რომ შიოს ჰყავს და, რო­მე­ლიც დღეს ძმას სა­მე­ბის ეზო­ში ელო­და.

ლელა მუ­ჯი­რი ხუთი შვი­ლის, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დაა. ის პატ­რი­არ­ქის ერ­თა­დერ­თი დაა. პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გი გახ­ლავთ. ის ხში­რად სტუმ­რობს სხვა­დას­ხვას გა­და­ცე­მებს რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი, მუ­შა­ობს ბავ­შვებ­თან, მაგ­რამ ძმა­ზე სა­ჯა­როდ არა­სო­დეს უსა­უბ­რია.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა