შეკვეთილში ივანიშვილის პარკების შენახვა და მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს 4 741 000 ლარი დაუჯდება
შეკვეთილში ივანიშვილის პარკების შენახვა და მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს 4 741 000 ლარი დაუჯდება | ამის შესახებ კომპანიამ Starring Georgia შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. საუბარია "ციცინათელაზე, მუსიკოსთა და მინიატურების პარკებზე, რომლებიც ახლა სახელმწიფოს ბალანსზეა გადაცემული
როგორც კორუფციის მკვლევრები TV პირველთან ამბობენ, შეკვეთილში არსებული პარკების სახელმწიფოსთვის გადაცემა ივანიშვილის "ქველმოქმედების" კიდევ ერთი მაგალითია, როდესაც კერძო პროექტების შენახვის ხარჯი საბოლოოდ ბიუჯეტზე გადადის. მათივე თქმით, რეალურად, ეს მოქალაქეებს დამატებით ფინანსურ ტვირთს უქმნის
"კერძო ბიზნესის საქმეა სკვერები, ატრაქციონები, კონცერტების ჩატარება და ა.შ. სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები არარაციონალურად იხარჯება იმ პროექტებში, რა პროექტებსაც ახლა ახორციელებს ეს ე.წ. Starring Georgia. წლის დასაწყისშივე იყო პროგნოზირებადი, რომ სეზონი რომ მოვიდოდა, გასაკეთებელი რომ იქნებოდა... დღეს ხომ არ ნახეს? მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ სტრუქტურულად გაუმართავები არიან, გამარტივებული შესყიდვა კიდევ ამათ ხელში არის ფულის საკეთებელი საშუალება" | ამბობს ბესიკ დონაძე ტელეკომპანიასთან
წყარო: newposts.ge











