თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
თბილისის ზღვაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 25 წლის კაცის ცხედარი იპოვეს.
ახლობლების ინფორმაციით, ცხედარი პოლიციამ აღმოაჩინა და მას ძალადობის კვალი აღენიშნება.
ახალგაზრდა თბილისში ქირით ცხოვრობდა და ერთ-ერთ კაზინოში მუშაობდა.











