მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო იმ პირებისთვის, რომლებსაც მართვის მოწმობის მისაღებად განსაზღვრული 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს.
მოქალაქეებს, რომლებსაც მინიჭებული 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, შეუძლიათ, სააგენტოს ცხელი ხაზის (1272) მეშვეობით დააფიქსირონ ინფორმაცია და ისარგებლონ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობით. ამასთან, სააგენტო განმარტავს პრაქტიკული გამოცდის დაჯავშნის წესებს, რომელიც ბოლო მცდელობიდან გასული დროის მიხედვით განისაზღვრება:
გეგმური ჯავშანი – ვრცელდება იმ კანდიდატებზე, რომელთაც ბოლო გამოცდიდან 30 დღეზე მეტი ვადა აქვთ გასული; არაგეგმური ჯავშანი – ვრცელდება იმ კანდიდატებზე, რომელთაც ბოლო გამოცდიდან 30 დღეზე ნაკლები ვადა აქვთ გასული.
ინფორმაციას ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.











