ჟურნალისტი ნიკა საჯაია სოციალურ ქსელში მოულოდნელად გარდაცვლილი 21 წლის მარიამ ტყემალაძის ძველ ვიდეოს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“სამი წლის წინ გავიცანი, თსუ-ის მეექვსე კორპუსთან, სადაც უამრავი სტუდენტი ირეოდა. არჩევნები ქონდათ, ნერვიულობდნენ, ზოგს ტელევიზიის დანახვა არ მოეწონა, ზოგს დრო არ ქონდა, ზოგი მე არ მომეწონა. ამ უამრავ სტუდენტში, ჩემი ყურადღება ამ გოგომ მიიქცია, თავისი ხალისით, ადამიანობით, სიძლიერით და აზროვნებით.
არჩევნები დამთავრდა, თუმცა ჩვენ, ურთიერთიბა გავაგრძელეთ. ძალიან, ძალიან ბევრი მიზანი ქონდა ცხოვრებაში. ძალიან უყვარდა ადამიანების დახმარება და ასე, ძალიან შემაყვარა თავი. თითქოს ბავშვობიდან ვიცნობდი და ყოველთვის მახარებდა მასთან საუბარი…
ძალიან ვგულშევმატკივრობდი, რადგან ვფიქრობ რომ ასეთი ადამიამიანები, ძალიან წაადგება ჟურნალისტიკას, საზოგადოებას, ქვეყანას…
დღეს გავიგე, რომ მარიამი აღარ არის… არ მინდა ამ ამბის დაჯერება. ისევ მინდა მომწეროს რომელიმე მის პროექტზე, გეგმებზე და მინდა რომ ისევ აქ იყოს, ხალხმა გაიცნოს და შეიყვაროს… ეს მისი პირველი ინტერვიუა, ჩვენი შეხვედრის პირველი წუთები.
P.s ხომ არიან ადამიანები, რომლებიც არასდროს დაგვავიწყდება? ასეთია ჩემთვის, მარიამი. გოგო, რომელიც დიდ სიყვარულს და პოზიტივს ასხივებდა”- წერს ჟურნალისტი ნიკა საჯაია.
ცნობისთვის, მარიამ ტყემალაძე 14 მაისის ღამეს თბილისის მეტროში მოულოდნელად გარდაიცვალა. გოგონა ექსპერტიზაზე გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზიც სწორედ ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.
მარიამ ტყემალაძე თსუ-ს სტუდენტი იყო და საკმაოდ წარმატებული. გოგონა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. იყო სახელმწიფო სტიპენდიატი. 20 მაისს მარიამი 22 წლის გახდებოდა











