ENews.Ge ახალი ამბები

იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა, რას წერს 22 წლის ბიჭის ბაბუა .



ნარ­კო­ლო­გი ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ წერს, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდებ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა­სა და ფა­ტა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბულ შემ­თხვე­ვებს ეხე­ბა.

  • “წარ­მოდ­გე­ნაც კი მი­ჭირს, რა რა­ო­დე­ნო­ბის ნარ­კო­ტი­კი ტრი­ა­ლებს დღეს ამ ქვე­ყა­ნა­ში, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ ხდე­ბა,“ – აღ­ნიშ­ნავს სი­ხა­რუ­ლი­ძე. ის თა­ვის პოს­ტში ეხ­მი­ა­ნე­ბა გია ყრუ­აშ­ვი­ლის სტა­ტუსს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია რომ 22 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი მი­ა­ბა­რა მი­წას, იმა­ვე ღა­მეს, იმა­ვე მი­ზე­ზით კი­დევ 5 ახალ­გაზ­რდა და­ი­ღუ­პა.

“დღეს ერთი კა­ცის პოს­ტი შემ­ხვდა, თა­ვის 22 წლის გარ­დაც­ვლილ შვი­ლიშ­ვილ­ზე წერს. იქვე აღ­ნიშ­ნავს, რომ იმა­ვე ღა­მეს კი­დევ 5 ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა იმა­ვე მი­ზე­ზით, და ითხოვს ოფი­ცი­ა­ლურ სტა­ტის­ტი­კას ზე­დო­ზი­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე ქვე­ყა­ნა­ში.

ჩვენ, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც, ამას­ვე ვი­თხოვთ – რა მას­შტა­ბი­საა პრობ­ლე­მა და კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბით ხდე­ბა ზე­დო­ზი­რე­ბა

მაგ­რამ ამა­ოდ… კი­დევ რა უნდა მოხ­დეს?!

გა­აგ­რძე­ლეთ ასე თქვე­ნი “წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ფორ­მა“ და დავ­კარ­გავთ კი­დევ უამ­რავ ახალ­გაზ­რდას. წარ­მოდ­გე­ნაც კი მი­ჭირს, რა რა­ო­დე­ნო­ბის ნარ­კო­ტი­კი ტრი­ა­ლებს დღეს ამ ქვე­ყა­ნა­ში – წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ ხდე­ბა.

კარ­გი, ჩვენ არ გვის­მენთ, მაგ­რამ ნუთუ ერთი ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნიც არ გყავთ, ვინც რა­მეს გირ­ჩევთ?!

ნამ­დვი­ლად სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა. ნა­ლო­ქ­სო­ნი ქსე­ლებ­ში არ არის, ვერ იშო­ვი. ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის პროგ­რა­მებს ხუ­რავთ…

რა ვიცი, გა­აგ­რძე­ლეთ ასე, სა­ნამ “კრა­კა­დი­ლი”, “ჯეფი“ და “ბიო“ ნუ მე­ტა­დონ­ზე და მე­ფედ­რონ­ზე და ალფა ხომ ყრია და სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ არ წა­ი­ღებს ამ ქვე­ყა­ნას. ისე­დაც წყალ­წა­ღე­ბუ­ლე­ბი ვართ,“ – წერს ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე.

  • მისი შვი­ლიშ­ვი­ლის, 22 წლის და­თუ­ჩას შე­სა­ხებ გია ყრუ­აშ­ვი­ლი წერს:

“გუ­შინ მი­წას მი­ვა­ბა­რე ჩემი სიმ­წრით გაზ­რდი­ლი 22 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი – ჩემი და­თუ­ჩა…

დედა ემიგ­რა­ცი­ა­ში ჰყავ­და და 5 წელი ნა­ნა­ხი არ ჰყავ­და. მო­ნატ­რე­ბა­ში, ტკი­ვილ­ში და უსა­მარ­თლო­ბა­ში და­ლია სული…

პა­რას­კევს შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ვი­ტა­ნე მო­თხოვ­ნა სტა­ტის­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა­ზე, რად­გან სწო­რედ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ღა­მეს კი­დევ 5 ახალ­გაზ­რდა – 5 ან­გე­ლო­ზი, იმა­ვე მი­ზე­ზით გარ­და­იც­ვა­ლა.

ვე­ლო­დე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ ცნო­ბას… და დღეს, ჩემი და­თუ­ჩას საფ­ლავ­თან და­დე­ბუ­ლი ფი­ცით ვამ­ბობ:მთელ ჩემს ენერ­გი­ას, გა­მოც­დი­ლე­ბას, ძა­ლას და სი­ცო­ცხლეს გა­მო­ვი­ყე­ნებ იმის­თვის, რომ ჩემი და­თუ­ჩა იყოს ბოლო მსხვერ­პლი…

ვინც მიც­ნობს, ყვე­ლამ კარ­გად იცის, მე ვე­რა­ფე­რი გა­მა­ჩე­რებს.

ვერ გა­მა­ჩე­რე­ბენ ვერც ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ახალ­გაზ­რდე­ბის და­ღუპ­ვა­ზე ხუ­ჭა­ვენ თვალს, ვერც ისი­ნი, ვინც ამ უბე­დუ­რე­ბას ხელს აფა­რე­ბენ.

მე და­ვი­წყებ ბრძო­ლას…ბრძო­ლას იმ სი­მარ­თლის­თვის, რო­მელ­საც წლე­ბია ფარ­და ადევს. თუ რას და რო­გორ ვი­წყებ – ამას ჩემი და­თუ­ჩას საფ­ლა­ვი­დან მო­გახ­სე­ნებთ…იქ, სა­დაც ფიცი დავ­დე ჩემს ან­გე­ლოზ­თან,“ – წერს ყრუ­აშ­ვი­ლი.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა