ENews.Ge ახალი ამბები

ხობში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა - რა ხდება ცნობილი?



სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ხობ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ხორ­ცის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბა აღიკ­ვე­თა.

"სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის ინ­სპექ­ტო­რე­ბის და ხო­ბის პო­ლი­ცი­ის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, ქა­ლაქ ხობ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია ფი­ზი­კუ­რი პირი ლ. შ., რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­დაჰ­ქონ­და 85 კგ მსხვილ­ფე­ხა პი­რუ­ტყვის ხორ­ცი, სუბპ­რო­დუქ­ტე­ბი (ტყა­ვი, თავ-ფეხი,შიგ­ნე­უ­ლო­ბა და სხვა) და პი­რუ­ტყვის და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი თავი. სა­ქო­ნე­ლი დაკ­ლუ­ლი იყო სა­ვალ­დე­ბუ­ლო უვ­ნებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვით, სა­საკ­ლა­ოს გვერ­დის ავ­ლით და ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გა­რე­შე. ასე­ვე, ხორ­ცის ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და დად­გე­ნილ ნორ­მებს. კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მე­წარ­მე და­ჯა­რიმ­და, ხოლო ამო­ღე­ბუ­ლი ხორ­ცი შემ­დგო­მი გა­ნად­გუ­რე­ბის მიზ­ნით და­ი­ლუ­ქა.ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გა­რე­შე ცხო­ვე­ლის დაკ­ვლა საფრ­თხეს უქ­მნის ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სი­ცო­ცხლეს, ზრდის ზო­ო­ნო­ზუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის (ჯილე­ხი, ბრუ­ცე­ლო­ზი და სხვა) გავ­რცე­ლე­ბი­სა და მო­წამ­ვლის რის­კებს. სა­ა­გენ­ტო აფრ­თხი­ლებს ფი­ზი­კურ პი­რებს, არ დაკ­ლან ცხო­ვე­ლი თვით­ნე­ბუ­რად, კუს­ტა­რუ­ლად მო­წყო­ბილ სა­საკ­ლა­ო­ზე", - ვკი­თხუ­ლობთ უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა