„მგზავრები გაქცევას ვერ ასწრებდნენ...“ უმძიმესი ტრაგედია აზიაში, ავტობუსი მატარებელს შეეჯახა და წამებში ცეცხლში გაეხვა
აზიის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ გზაზე უმძიმესი კატასტროფა მოხდა, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ტაილანდში სამგზავრო ავტობუსი მოძრავ მატარებელს შეეჯახა, რის შემდეგაც ადგილზე ძლიერი აფეთქების მსგავსი ხმა გაისმა და ტრანსპორტი ცეცხლში გაეხვა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათეულობით მგზავრი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, ავტობუსის ნაწილი მთლიანად დაიწვა და მგზავრების ნაწილი ტრანსპორტიდან გამოსვლას ვერ ასწრებდა.
შემთხვევა დილის საათებში მოხდა, როდესაც გზაზე მოძრაობა განსაკუთრებით ინტენსიური იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი სარკინიგზო გადასასვლელზე იმყოფებოდა, რა დროსაც დიდი სიჩქარით მოძრავი მატარებელი შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ცეცხლი რამდენიმე წამში გავრცელდა.
ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ მეხანძრეები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. კადრები, რომლებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, მძიმე სანახავია და უკვე მილიონობით ნახვა დააგროვა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამ გამოიწვია ტრაგედია – ტექნიკური გაუმართაობა, უსაფრთხოების წესების დარღვევა თუ სხვა მიზეზი.
მომხდარმა ტაილანდში დიდი შოკი გამოიწვია, ხოლო სოციალურ ქსელებში ადამიანები დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ და ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ.











