რა ვითარებაა ამ წუთებში საპატრიარქოსთან?
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს მხრიდან ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
საქართველოს საპატრიარქოს ეზოში ავტომანქანა დღეს შევარდა. შემთხვევის შედეგად შენგრეულია საპატრიარქოს ჭიშკარი, მოგლეჯილია შლაგბაუმი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომობილის მძღოლი საპატრიარქოსა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდა.
ფოტო: პირველი არხი.











