ENews.Ge ახალი ამბები

მძიმე შემთხვევა “ბოლო ზარის” დროს: მოსწავლეები “სელფს” იღებდნენ, როცა აივანი ჩაინგრა



სე­ვას­ტო­პო­ლის ერთ-ერთ სკო­ლა­ში მძი­მე შემ­თხვე­ვა მოხ­და. სელ­ფის გა­და­ღე­ბის დროს მე­ო­რე სარ­თუ­ლის აი­ვა­ნი ჩა­მო­ინ­გრა, რის შე­დე­გა­დაც 11-ე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი სი­მაღ­ლი­დან გად­მო­ვარ­დნენ.

  • ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, შემ­თხვე­ვის დროს აი­ვან­ზე 9 მო­ზარ­დი (6 ბიჭი და 3 გო­გო­ნა) იმ­ყო­ფე­ბო­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ბოლო ზარ­ზე ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბი­სას, მოს­წავ­ლე­ებ­მა აი­ვან­ზე ხტო­მა და­ი­წყეს, რა­მაც კონ­სტრუქ­ცი­ის ჩა­მოშ­ლა გა­მო­იწ­ვია.

ყვე­ლა მო­ზარ­დმა სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო, მათ შო­რის აღე­ნიშ­ნე­ბათ ყბის, მენ­ჯი­სა და ლა­ვი­წის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა ერთ-ერთი გო­გო­ნას, 17 წლის ეკა­ტე­რი­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­მაც ვარ­დნი­სას თა­ვის არე­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა მი­ი­ღო და გო­ნე­ბა და­კარ­გა.

უ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ შე­ნო­ბას ახ­ლა­ხან ჩა­უ­ტარ­და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით 2020 წელს სკო­ლის კა­პი­ტა­ლურ რე­მონტზე და­ახ­ლო­ე­ბით 3.8 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი და­ი­ხარ­ჯა. 2024 წელს შე­ნო­ბა კვლავ გა­ნახ­ლდა – შე­იც­ვა­ლა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, კარ-ფან­ჯრე­ბი და შე­კეთ­და ფა­სა­დი.

რა­ტომ ვერ გა­უძ­ლო კონ­სტრუქ­ცი­ამ დატ­ვირ­თვას, ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. ფაქ­ტზე უკვე აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხუ­რი, პრო­ცესს კი პრო­კუ­რა­ტუ­რა აკონ­ტრო­ლებს

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა