ბოლო ზარზე ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა ცნობილია
რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, ტრაილერს შეეჯახა. ხუთივე პირი გადაყვანილია კლინიკაში, თუმცა პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღიათ.

თავდაპირველი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ე.წ. ბოლო ზარის კოლონას მიჰყვებოდა, თუმცა მასში მყოფი პირები მე-12 კლასელები არ ყოფილან.

ტელეკომპანია “გურჯაანი” ექსკლუზიურად ავრცელებს ავარიის ფოტოებს და წერს:
“ბოლო ზარის” აღნიშვნისას დაშავებული 4 ახალგაზრდა გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კლინიკის ხელმძღვანელის, გიორგი შათირიშვილის ინფორმაციით, სამ მათგანს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნება. ერთს კი გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მეხუთე დაშავებული თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ვაჩნაძიანში მოხდა. ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. დაშავებულებიდან მეთორმეტე კლასელი არცერთი არ არის. ერთი მეათე კლასის მოსწავლეა, დანარჩენებმა კი სკოლა გასულ წლებში დაამთავრეს”.











