ENews.Ge ახალი ამბები

მდინარე ლიახვში 52 წლის ქალი გადავარდა და დინებამ წაიღო

ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­ში მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­დნილ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს ეძე­ბენ, – ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ავ­რცე­ლებს.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის ე.წ. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში 200-მდე ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ანა ტიცი მდი­ნა­რე ლი­ახვში 21 მა­ისს, სა­ღა­მოს ჩა­ვარ­და.

ასე­ვე, რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ და­კარ­გუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბა ქარ­თულ მხა­რე­საც სთხო­ვა და მისი ძებ­ნა ქარ­თველ­მა მაშ­ვე­ლებ­მაც და­ი­წყეს.

რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის ცნო­ბით, მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­დნი­ლი ქალი რე­ჟი­სო­რია, რო­მე­ლიც „სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის“ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ, კერ­ძოდ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ან ომში ცხინ­ვა­ლე­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ ფილ­მებს იღებ­და.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა