ENews.Ge ახალი ამბები

სალომე გოგიაშვილი „რუსთავი ორზე“ გადაცემას წაიყვანს

სალომე გოგიაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი ორზე“ გადაცემას წაიყვანს.

ამის შესახებ ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს უზიარებს საზოგადოებას.

ცნობილი ხდება, რომ სატელევიზიო შოუს სახელი „ამბავი“ იქნება.

„თოქ-შოუ“ „ამბავი“, სივრცე სადაც ადამიანები ნამდვილ, ამბავს ჰყვებიან”, – წერს სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში.

ახალი გადაცემის ანონსის თანახმად ეს იქნება სივრცე, სადაც ნამდვილ ისტორიებს ხმამაღლა ჰყვებიან:

„ყველას აქვს მოსაყოლი ამბავი… ამბავი, რომელმაც შეცვალა, ატკინა, გააძლიერა და შექმნა ის ადამიანი, ვინც დღეს ხარ. სწორედ აქ არის სივრცე, სადაც ნამდვილ ისტორიებს ხმამაღლა ჰყვებიან! შენი ცხოვრების ამბავი! ემოციური, გულწრფელი და დაუვიწყარი ისტორიებით! ყოველ პარასკევს, 22:00 საათზე რუსთავი-ის ეთერში“ – ნათქვამია გადაცემის ანონსში.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა