ENews.Ge ახალი ამბები

სკანდალური ინფორმაცია: როგორ ხდებიან ადამიანები პორნოგრაფიის მსხვერპლნი საკუთარი ნების გარეშე? - როგორ მუშაობს ფარული კამერები ჩინეთის სასტუმროებში?

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ის­ვე­ნებთ სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში, სტუმ­რობთ ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრს ან უბ­რა­ლოდ, იყე­ნებთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სა­პირ­ფა­რე­შოს, ამ დროს კი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ინ­ტერ­ნეტ­ში, პირ­და­პირ ეთერ­ში გაკ­ვირ­დე­ბათ. ჩი­ნეთ­ში ფა­რუ­ლი გა­და­ღე­ბე­ბის (ე.წ. voyeurism ან ად­გი­ლობ­რი­ვად Pai Pai) მას­შტა­ბე­ბი უკვე კრი­მი­ნა­ლურ ინ­დუსტრი­ად იქცა. BBC Eye-ის უახ­ლეს­მა დო­კუ­მენ­ტურ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ ფარ­და ახა­და იმ შავ ბა­ზარს, რო­მე­ლიც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის პი­რად ცხოვ­რე­ბას ანად­გუ­რებს.

სად მა­ლა­ვენ კა­მე­რებს?ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, ფა­რუ­ლი კა­მე­რე­ბი იმ­დე­ნად მცი­რე ზო­მის გახ­და, რომ მათი შემ­ჩნე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი მათ ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნელ ად­გი­ლებ­ში ათავ­სე­ბენ:

სას­ტუმ­როს ნომ­რებ­ში: ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის ეკ­რა­ნებ­ში, რო­ზე­ტებ­ში, ელექტრო­ნულ სა­ა­თებ­ში, კონ­დი­ცი­ო­ნე­რებ­სა და სა­ხან­ძრო დე­ტექ­ტო­რებ­ში.

განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა