ENews.Ge ახალი ამბები

მაშველებმა მდინარეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს - რა ინფორმაცია ვრცელდება

ოკუპირებული გალის რაიონში მდინარე ენგურის არხში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. იგი 36 წლის ალიკა ჭანტურიაა. მისი ცხედარი უკვე გადაასვენეს მის მშობლიურ სახლში.

მაშველები სოხუმიდან გალში გუშინ, დღის მეორე ნახევარში ჩავიდნენ. 12-კაციანი ჯგუფი სამძებრო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა. დღეს ალიკო ჭანტურიას ცხედარი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მეორე და მესამე არხებს შორის იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მდინარე ენგურის არხში სათევზაოდ წასული მამაკაცი, მდინარეში გუშინ ჩავარდა. იმ ადგილას, სადაც მამაკაცი თევზაობდა, სავარაუდოდ მიწის მასა მოწყდა და იგი დინებამ გაიტაცა.

„როგორი ძლიერი უნდა იყო ადამიანი, ამდენ უბედურებას რომ უყურო, როცა გესმის ეს ტკივილი, რამდენად მძიმე და გაუსაძლისია, გამძლეობა დედას და ოჯახს, მეტი მე არაფრის თქმა არ შემიძლია. უფალს ებარებოდეს შენი სული შვილო"- წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.        

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა