ENews.Ge ახალი ამბები

"განსაკუთრებით მძიმეა 7 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც ამ დრომდე კომაში იმყოფება" - გაფრთხილება მშობლებს: რა უნდა იცოდეთ "ტიკ-ტოკის" ახალ საშიშ ტრენდზე?

რა დგას ერთი შეხედვით უწყინარი ინტერნეტ გამოწვევის უკან და რატომ აფრთხილებენ სპეციალისტები მშობლებს?

სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით Tik-Tok-ზე, სწრაფად ვრცელდება ახალი ტენდენცია, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებში დიდ ინტერესს იწვევს. საუბარია ე.წ. სქუიშის - ანტისტრეს, რბილი სათამაშოების მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებაზე. ტრენდის მიზანი თითქოს მარტივია - სათამაშო უფრო რბილი და მოქნილი გახდეს, თუმცა რეალობა ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

როგორც დასავლური მედია წერს, ასეთი ქმედება უკვე არაერთი მძიმე შემთხვევის მიზეზი გახდა. სპეციალისტების განმარტებით, პრობლემა თავად სათამაშოს შემადგენლობაშია - ის გელით არის სავსე, რომელიც გაცხელებისას სწრაფად აღწევს ძალიან მაღალ ტემპერატურას. გარედან კი სილიკონის ან რეზინის ფენა ამ სიცხეს მალავს, რის გამოც მომხმარებელი ვერ ხვდება, რამდენად საშიშია მისი ხელში დაჭერა.

განსაკუთრებით მძიმეა 7 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც მესამე ხარისხის დამწვრობებით ამ დრომდე კომაში იმყოფება.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა