ENews.Ge ახალი ამბები

უკვე არაერთი შემთხვევა გვქონდა… მათი რაოდენობა იზრდება” – ტორნადო საქართველოში.

ზა­ფხუ­ლის დამ­დეგს ამინ­დის პროგ­ნო­ზი თით­ქმის ყო­ველ­თვის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­უ­წყე­ბე­ლია. სა­ვა­რა­უ­დოდ, წელ­საც ძა­ლი­ან ცხე­ლი ივ­ლის-აგ­ვის­ტო გვე­ლის. იმე­დია, რე­ა­ლო­ბა გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლი გა­და­სა­ტა­ნი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ბოლო წლებ­ში კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებ­თან ერ­თად ის მოვ­ლე­ნე­ბიც ფიქ­სირ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ჩვენ­ში უცხო იყო. მათ შო­რის არის ტორ­ნა­დო, რო­მელ­თა­ნაც “შეხ­ვედ­რა”, რო­გორც ჩანს, მო­მა­ვალ­შიც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რად­გან არა­ერ­თხელ და­ფიქ­სირ­და ზღვა­შიც და ხმე­ლეთ­ზეც. ამი­ტო­მაც მივ­მარ­თეთ სა­სა­უბ­როდ კლი­მა­ტო­ლოგ ლალი ვა­წა­ძეს.

– ტორ­ნა­დო­ე­ბი ჩვენ­ში არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი. აქამ­დეც არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა გვქონ­და და შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბაც იზ­რდე­ბა, რად­გან კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა აშ­კა­რაა. ქარ­თუ­ლად ამ მოვ­ლე­ნას ქარ­ბორ­ბა­ლა ჰქვია. ალ­ბათ, ეს სი­ტყვა არც იარ­სე­ბებ­და, ტორ­ნა­დო­ე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ოდეს­მე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვა­დაც მახ­სოვს ბავ­შვო­ბა­ში ჩემი სოფ­ლე­ლე­ბის ნა­ამ­ბო­ბი იმე­რეთ­ში ყა­ნა­ში მო­მუ­შა­ვე კა­ცის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც გვე­ლე­შა­პის მსგავ­სმა გრი­გალ­მა აი­ტა­ცა და სა­დღაც გა­და­აგ­დო. ზღაპ­რულ ფე­რებ­ში შე­მო­სი­ლი ეს გრი­გა­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ტორ­ნა­დო იყო, თუმ­ცა შემ­თხვე­ვე­ბი ისე­თი ხში­რი არ ყო­ფი­ლა, რო­გო­რიც ამ­ჟა­მად გვაქვს. გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია ტორ­ნა­დო ზღვა­ზე, რაც არა­ერ­თხელ და­ფიქ­სირ­და წინა წლებ­ში, თუმ­ცა ზღვის ტორ­ნა­დო ისეთ ზა­რალს არ იწ­ვევს, რო­გორც ხმე­ლეთ­ზე. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე წლის წინ აჭა­რა­ში ტორ­ნა­დო თავს სო­ფელ გო­ნი­ოს და­ა­ტყდა და ძა­ლი­ან და­ა­ზა­რა­ლა, სახ­ლებს ახა­და სა­ხუ­რა­ვე­ბი და ხე­ე­ბი დაგ­ლი­ჯა. და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ ძლი­ე­რი ტორ­ნა­დო იყო ახ­მე­ტა­ში, ალა­ვერ­დში, რო­მელ­მაც არა მარ­ტო სახ­ლებს გა­და­ხა­და სა­ხუ­რა­ვე­ბი, გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი წა­ი­ღო და ალა­ვერ­დის ტა­ძა­რიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნა. რო­გორც იქა­უ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, ტორ­ნა­დო იმ­დე­ნად შავი იყო, შო­რი­დან ჯერ ხან­ძა­რი გვე­გო­ნა, მაგ­რამ რომ მოგ­ვი­ახ­ლოვ­და, ყვე­ლა­ფე­რი ია­ვარ­ქმნაო. ამის წინ იყო ჯა­ვა­ხე­თის ტორ­ნა­დო, ქა­რიშ­ხლის ძლი­ე­რი მბრუ­ნა­ვი სვე­ტი, რო­მელ­მაც, თუ არ ვცდე­ბი, ორი ათე­უ­ლი სახ­ლი და­ტო­ვა უსა­ხუ­რა­ვოდ და გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი წა­ი­ღო. მას­თან ერ­თად ტორ­ნა­დო მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში და­ფიქ­სირ­და, ასე­ვე საკ­მაო ზა­რა­ლით.

ახლა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ჩნდე­ბა ტორ­ნა­დო უმე­ტე­სად ზა­ფხულ­სა და სი­ცხე­ში. იმი­ტომ, რომ ის უმე­ტე­სად გა­და­ხუ­რე­ბულ ჰა­ერ­ში ჩნდე­ბა. ალა­ვერ­დის ტორ­ნა­დოს მი­ზე­ზი ის იყო, რომ ზა­ფხულ­ში ზღვი­დან წა­მო­სუ­ლი ნეს­ტი­ა­ნი ცივი ჰა­ე­რის მა­სე­ბი და­ე­ჯა­ხა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაგ­რო­ვილ ცხელ ჰა­ერს, რა­მაც ძაბ­რი­სებ­რი­სად მბრუ­ნა­ვი ვერ­ტი­კა­ლუ­რი და ძლი­ე­რი ქარი წარ­მოქ­მნა. ტორ­ნა­დოს ასე­ვე იწ­ვევს ძლი­ერ ღრუბ­ლი­ა­ნი დღის ან ჭექა-ქუ­ხი­ლის დროს ქა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბის მო­მენ­ტა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა, რე­ლი­ე­ფი კი ხელს უწყობს შე­ჯა­ხე­ბუ­ლი ჰა­ე­რის ძაბ­რი­სებრ დახ­ვე­ვას და ვერ­ტი­კა­ლუ­რად დატ­რი­ა­ლე­ბას.

– სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბა “ჩვე­ნი” ტორ­ნა­დო­ე­ბი?

ტორ­ნა­დო­ე­ბი?

– და­ახ­ლო­ე­ბით 10-20 წუთი გრძელ­დე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ის ვერ იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი, ისე­თი, რო­გო­რიც, მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კა­ში, რო­დე­საც გზად ყვე­ლა­ფერს ან­გრევს. ჩვენს ტორ­ნა­დო­ებს ასეთ გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში ხელს უშ­ლის ჩვე­ნი კავ­კა­სი­ო­ნის ქედი, ისე­ვე რო­გორც ის ხელს უშ­ლის კლი­მა­ტუ­რი დათ­ბო­ბის კრი­ტი­კულ ზღვარს. თუმ­ცა ტორ­ნა­დოს ახა­სი­ა­თებს ე.წ. მი­მალ­ვა ანუ შე­საძ­ლოა ძლი­ე­რი წვი­მი­სა და სე­ტყვის დროს დახ­ვე­უ­ლი ჰა­ე­რის ძაბ­რი ამა­ვე სე­ტყვა­ში იმა­ლე­ბო­დეს და იქ მოხ­ვედ­რილ ადა­მი­ანს თუ ვერ აი­ტა­ცებს, შე­იძ­ლე­ბა დარ­ტყმე­ბით ძა­ლი­ან და­ა­შა­ვოს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა


კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა