ვრცელდება სკანდალური კადრები სკოლიდან - "ამას ჰქვია სვანური კაიფი, სკოლის ტუალეტებში ხდება, მოტეხილობა შეიძლება იყოს ყველაზე მსუბუქი"
რა დგას ერთი შეხედვით უწყინარი ინტერნეტ-გამოწვევების უკან და რატომ აფრთხილებენ სპეციალისტები მშობლებს?
საფრთხის შესახებ ინფორმაცია ამჯერად საქართველოში ერთ-ერთმა სკოლამ გაავრცელა. ადმინისტრაცია მშობლებსა და პედაგოგებს აფრთხილებს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ე.წ. „ტრენდი-თამაში“ უკვე მოსწავლეებშიც გამოჩნდა და შესაძლოა მძიმე შედეგებით დასრულდეს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. „თამაშის“ დროს მოზარდებს სხვადასხვა მეთოდით ერთმანეთი გონების დაკარგვამდე მიჰყავთ. როგორც სკოლა წერს, არის შემთხვევები, როცა ბავშვები გონების დაკარგვის შემდეგ პირდაპირ ძირს ეცემიან და სხეულის სხვადასხვა დაზიანებას იღებენ.











