ENews.Ge ახალი ამბები

მოსალოდნელია ტემპერატურის ვარდნა…” – როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

სა­ქარ­თვე­ლო­ში არამ­დგრა­დი ამინ­დე­ბი გრძელ­დე­ბა. სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზით, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით რო­გორც ძლი­ერ ქარ­სა და წვი­მას, ისე ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთრ, თით­ქმის 15-გრა­დუ­სი­ან ვარ­დნას უნდა ვე­ლო­დოთ. დე­ტა­ლებ­ზე, თუ რო­დის გა­მო­ი­და­რებს და რო­გო­რი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი დე­და­ქა­ლაქ­სა და რე­გი­ო­ნებ­ში, სი­ნოპ­ტი­კო­სი თა­მარ პა­პაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

– მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია არამ­დგრა­დი ამინ­დი. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში წვი­მა. ხვა­ლინ­დელ დღეს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო მე­ტად მო­სა­ლოდ­ნე­ლია ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა. 29 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში იწ­ვი­მებს და იქ­რო­ლებს და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ძლი­ე­რი ქარი.

პე­რი­ო­დუ­ლად გა­მო­ი­და­რებს, მა­გა­ლი­თად, 28 მა­ისს, რო­გორც და­სავ­ლეთ, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს, ქა­რიც ჩად­გე­ბა, მზი­ა­ნი, კარ­გი, თბი­ლი დღე გვექ­ნე­ბა, შე­საძ­ლოა 30 გრა­დუსს გა­და­ა­ჭარ­ბოს ტემ­პე­რა­ტუ­რამ. თუმ­ცა 29-ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ძლი­ე­რი წვი­მე­ბი, რო­გორც და­სავ­ლეთ, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­იწ­ვევს ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბას.

29 მა­ისს ტემ­პე­რა­ტუ­რა და­იკ­ლებს, რო­გორც და­სავ­ლეთ, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 15-16 გრა­დუ­სამ­დე. ეს საკ­მა­ოდ დიდი კლე­ბა იქ­ნე­ბა, 30 გრა­დუს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. შემ­დეგ დღე­ებ­ში 30-31 მა­ისს, ზო­გან შე­საძ­ლე­ბე­ლია ისევ იწ­ვი­მოს, პირ­ვე­ლამ­დე არამ­დგრა­დი ამინ­დია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

– რაც შე­ე­ხე­ბა დე­და­ქა­ლაქს?

– დე­და­ქა­ლაქ­ში უფრო მე­ტად ქა­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, თუმ­ცა 29 მა­ისს, თბი­ლის­შიც იწ­ვი­მებს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა