უმძიმესი ავარიის კადრები: შემთხვევის დროს ექსკურსიიდან დაბრუნებული დები მძიმედ დაშავდნენ - გოგონების დედა ავარიის დეტალებს ჰყვება
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ დებს საზოგადოების დახმარება კვლავ სჭირდება.
GE64TB7513745068100047
GE18BG0000000553349014 - მიმღები დედა; - სოფიო ხარშილაძე.
ნიაკოს "ბოლო ზარის" ვიდეო
2024 წლის 12 ოქტომბერს ნია და თათული ექსკურსიიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა მიკროავტობუსიდან გადმოსულ ბავშვებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. 15 წლის ნია და 8 წლის თათული უმძიმესი დაზიანებებით კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს შემდეგ კი თურქეთში.
ერთი წელია, უწყვეტად მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი და მათ სრულად გამოსაჯანმრთელებლად თავდაუზოგავად იბრძვის დედა, სოფიო ხარშილაძე, რომელიც განვლილ გზაზე საურობს. შეთხვევა ხაშურში მოხდა და მას შემდეგ გოგონების გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა. ოჯახს ბრძოლის გასაგრძელებლად კვლავ საზოგადოების გვერდში დგომა სჭირდება.
ნიაკომ სკოლა დაამთვარა, მისმა კლასელებმა "ბოლო ზარზე" ემოციური ვიდეორგოლი მოამზადეს, რომელიც ნიაკოს მიუძღვნეს.
ხაშურის ერთ-ერთმა სკოლმა კი ბანკზეტზე უარი თქვა და შეგროვილი თახნა ნიაკოს დედას ჩაურიცხეს.
"3 დღის წინ შეტყობინება მომივიდა ხაშურის სკოლიდან. წლევანდელმა მე- 12 კლასმა გადაწყვიტა ბოლოზარი და ბანკეტი არ აეღნიშნათ და ნიაკოს ჩაურიცხეს აგროვილი თანხა.თქვენდამი პატივისცემას სიტყვებით ვერ გადმოვცემ.#ქედსვიხრი ყველა ნიაკოს თანატოლის და
დამრიგებლის, ვინც უდიდესი პატივი სცეს ჩემ ნიაკოს. ბავშვებო, არ გიცნობთ მაგრამ მიყვარხართ და მეამაყებით ასეთი პატივისცემისთვის," წერს ნიაკოს დედა, სოფიო ხარშილაძე.











