ავარია მარნეული - თბილისის გზაზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
მარნეული-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ კოდასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. შემთხვევის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან. როგორც „პრაიმტაიმს“ აცნობეს, ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა. დაშავდა ერთი ადამიანი. საქმეზე გამოძიება, 276-ე მუხლით მიმდინარეობს.











