ცნობილი გახდა 17 წლის ბიჭის ვინაობა, რომელიც უმძიმეს ავარიას ემსხვერპლა – კიდევ 4 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს
24 მაის მარნეული–სადახლო–ახკერპის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. საავტომობილო გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხმა პირმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. გარდაცვლილი 17 წლის რასიმ ხუდიევია.
მარნეული-სადახლო-ახკერპის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას “რადიო მარნეული” ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა 24 მაისს დაფიქსირდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ოთხმა პირმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.











