ENews.Ge ახალი ამბები

ტრაგედია იმერეთში – დაკარგული მწყემსი გარდაცვლილი იპოვეს

სამტრედიაში ორდღიანი სამძებრო ოპერაცია ტრაგიკულად დასრულდა. 26 მაისს დაკარგული მწყემსი, სერგო სტურუა, მაშველებმა სოფელ იანეთში, მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს.
მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში რამდენიმე მუნიციპალიტეტის ძალები აქტიურად ჩაერთნენ.
დაკარგულის საპოვნელად კოორდინირებულად მუშაობდნენ: სამტრედიის სამაშველო ჯგუფი, ჯიხაიშის სამაშველო ჯგუფი, ქუთაისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ინტენსიური ძებნის შედეგად, მაშველებმა სერგო სტურუას ცხედარი მდინარეში დღეს, 28 მაისს აღმოაჩინეს.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია “მთავარი ამბები” ავრცელებს .

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა