ხალხის პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ – გორში 19:00 საათზე აქცია გაიმართება
ხალხის პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ – თბილისიდან დაძრული მოქალაქეების ტალღა გორს უახლოვდება. ინფორმაციას “TV პირველი” ავრცელებს.
სულ ცოტა ხანში საპროტესტო აქცია სწორედ ამ ქალაქში დაიწყება.
პროტესტი დაიგეგმა მას შემდეგ, რაც ყველამ ნახა, როგორ უსწორდება უმოწყალოდ მოქალაქეს პოლიციელთა ჯგუფი.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ძალადობა სისტემურია და მას “ოცნება“ ახალისებს.
“იმ პირობებში და იმ რეჟიმში, როდესა პოლიციელბის ძალადობა მოქალაქეებზე სისტემურ დანაშაულად იქცა, მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი ფაქტის გახმაურება, მხილება, ყველა ადამიანის მხრიდან და ამ ადამიანების გვერდში ყოფნა. სწორედ ამიტომ, დღეს მივდივართ გორში, რათა დავანახოთ ადამიანების ძალა, მოთხოვნა და თუნდაც ის, სანახავად გაკეთებული დაჭერები, რომელსაც საერთოდ არ აქვს ის კვალიფიკაცია, რომელიც უნდა ჰქოდნეს, წამება და არაადამიანური მოპყრობა, არ არის მისაღები და ყველა პირმა, ვინც მსგავსი ტიპის დანაშაულებებში იღებს მონაწილეობას, პასუხი უნდა აგოს სრული სიმკაცრით” – განაცხადა მარიკა არევაძემ.
მათივე თქმით, “დაუშვებელია საზოგადოებამ ამდენი ხანი იტანოს ის, რასაც ივანიშვილი გვთავაზობს, თავისი ძალმომრეობით სავსე ვითომ სამართალდამცავი ინსტიტუციით.“
“ჩვენ ვხედავთ, რომ მარტო კი არ გამოშიგნა ეს ინსტიტუცია, პირდაპირ სამართალდამრღვევებად აქცია ეს ადამიანები და საზოგადოებამ თუ არ ამოიღო ხმა იმაზე, რომ ადამიანებს არ შეიძლება ასე გვექცეოდნენ. ამას ერთადერთი გამოასწორებს ის, რომ ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით. სოლიდარობა ახლა გადამწყვეტია” – ამბობს აქციის მონაწილე.
გორში აქცია 19:00 საათზეა ჩანიშული.











