ENews.Ge ახალი ამბები

მძიმე ავარია "ბოლო ზარზე" - ავარიაში 4 მანქანა მოჰყვა

ბოლნისში, "ბოლო ზარის" 4 მანქანა ავარიაში მოყვა - დაშავებულია 10-მდე ახალგაზრდა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია 24News ge ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა სოფელ ყაფანახჩიში მოხდა. გამოცემის ცნობით, დაშავებულები ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

ადგილობრივი მედია წერს, რომ რამდენიმე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაწყებულია გამოძიება.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა