ENews.Ge ახალი ამბები

VIDEO: ბსუ-ს ლექტორი ნანი გვარიშვილი სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ნანი გვარიშვილმა, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მობილური ტელეფონის დაზიანებაც სცადა. ინფორმაციას და ვიდეოკადრებს "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.

ახალგაზრდები უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ხელმოწერებს აგროვებდნენ. როგორც ცნობილია, მედიკამენტების მიწოდების მოთხოვნით პეტიცია უკვე შემუშავებულია, ხელმოწერები კი საქართველოს რამდენიმე ქალაქში გროვდება.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა