ENews.Ge ახალი ამბები

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ ნანა გვარიშვილის სტუდენტებთან დაპირისპირების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო



ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტორ ნანა გვა­რიშ­ვი­ლის სტუ­დენ­ტებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის საქ­მე­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. რო­გორც უწყე­ბა­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის” 126-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

  • არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბას­თან სტუ­დენ­ტე­ბი დი­უ­შე­ნის კუნ­თო­ვა­ნი სინ­დრო­მის მქო­ნე ბავ­შვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ხელ­მო­წე­რებს აგ­რო­ვებ­დნენ, რა დრო­საც ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი ნანა გვა­რიშ­ვი­ლი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი სტუ­დენ­ტებს და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

სტუ­დენ­ტე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ლექ­ტორ­მა ნანა გვა­რიშ­ვილ­მა მათ სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, ერთ-ერთ სტუ­დენტს კი ხე­ლით შე­ე­ხო.

სტუ­დენ­ტე­ბის თქმით, მათ ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო მა­სა­ლა გა­აჩ­ნი­ათ, რა­ზეც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მი­მარ­თეს.

სტუ­დენ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ლექ­ტო­რის ნანა გვა­რიშ­ვი­ლის, ქმა­რი და შვი­ლიც ჩა­ერ­თო, რომ­ლე­ბიც ასე­ვე, ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლი.

ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აცხა­დე­ბენ, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ეთი­კის კო­მი­სია შე­იკ­რი­ბე­ბა.

"ვე­ლო­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მო­ვიწ­ვევთ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ეთი­კის კო­მი­სი­ას”,- აცხა­დე­ბენ ბსუ-ში.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა