ENews.Ge ახალი ამბები

პაპუნა ლოცულაშვილზე ძალადობისთვის ბრალდებული ერთ-ერთი პოლიციელი 19 წლისაა - მისი ადვოკატის თქმით, "ასეთ ასაკში პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არაა"



პა­პუ­ნა ლო­ცუ­ლაშ­ვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი საბა წა­ვე­ლი­ძე 19 წლი­საა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, სა­დაც წა­ვე­ლი­ძი­სა და და­ნარ­ჩე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მსჯე­ლო­ბენ, პრო­კუ­რა­ტუ­რა ყვე­ლას მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას შუ­ამ­დგომ­ლობს.

ამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას დაც­ვის მხა­რე არ ეთან­ხმე­ბა.

პო­ლი­ცი­ელ საბა წა­ვე­ლი­ძის ად­ვო­კა­ტის, ზურა კა­პა­ნა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი 19 წლი­საა. ად­ვო­კა­ტის თქმით, ის გა­მო­ძი­ე­ბას­თან მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს. კა­პა­ნა­ძის თქმით, ახალ­გაზ­რდუ­ლი ასა­კი მხო­ლოდ ბი­ო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მო­ე­ბა არაა და 19 წლის პირი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირს წარ­მო­ად­გენს, პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ასეთ ასაკ­ში კი მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არაა. ად­ვო­კა­ტის თქმით, ბრალ­დე­ბულს კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი არ აქვს და წარ­სულ­ში რა­ი­მე ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბა არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია.

კა­პა­ნა­ძის თქმით, აღ­კვე­თის მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბით, შინა პა­ტიმ­რო­ბით, ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რით, პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­ცხა­დე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­თაც.

ცნო­ბის­თვის, გორ­ში, ე.წ. კომ­ბი­ნა­ტის და­სახ­ლე­ბა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ორ პირს - პა­პუ­ნა ლო­ცუ­ლაშ­ვილ­სა და მის მე­გო­ბარს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია 6 სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი. მათ ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნე­ბათ, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს, ჩა­დე­ნილს ძა­ლა­დო­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5-დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ამას­თან, გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია პა­პუ­ნა ლო­ცუ­ლაშ­ვი­ლის მი­მარ­თაც სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე მუხ­ლით, რაც პო­ლი­ცი­ე­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა