ერთი დაღუპული და ერთი დაშავებული – საზარელი ავარია კახეთში
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში – დაღუპულია მამაკაცი.
შემთხვევა სოფელ ჯუღაანში, ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილით ორი პირი გადაადგილდებოდა.
მოძრაობის დროს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, კედელს შეეჯახა და ამობრუნდა.
ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ართანაში მცხოვრები 55 წლამდე მამაკაცი, მეორე მგზავრი კი დაშავდა.
დაშავებული თელავის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები











