ENews.Ge ახალი ამბები

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, წერილს ავრცელებს



პა­პუ­ნა ლო­ცუ­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­ზეც გორ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

კერ­ძოდ, მის პო­ზი­ცი­ას "ფე­ის­ბუქ­ზე“ მისი ძმა აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რაც მოხ­და სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, თუმ­ცა მთა­ვა­რი არის ის, რომ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი "დღეს უკვე დას­ჯი­ლე­ბი არი­ან.

გან­ცხა­დე­ბა­ში ლო­ცუ­ლაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის და მო­უ­წო­დებს კონ­კრე­ტულ ჯგუ­ფებს, ნუ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ მის საქ­მეს პო­ლი­ტი­კუ­რი თუ პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის.

"დიდი მად­ლო­ბა ვინც გულ­წრფე­ლი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა ჩემ­და­მი.

რაც მოხ­და, სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. მთა­ვა­რი არის ის, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი დღეს უკვე დას­ჯი­ლე­ბი არი­ან.

  • მინ­და მივ­მარ­თო იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ამ ამ­ბით სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ყე­ნე­ბას ცდი­ლობს და ჩემი ამ­ბით გა­მო­ჩე­ნა უნდა ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას თქვენს სა­სი­კე­თოდ

სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჩემს ნაც­ვლად აკე­თებს სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს. გთხოვთ, ნუ­რა­ვინ ისა­უბ­რებს ჩემს ნაც­ვლად

და ეს ფაქ­ტი რაც მოხ­და მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბა მა­გა­ლი­თი სხვე­ბის­თვის რომ და­უს­ჯე­ლი არა­ვინ დარ­ჩე­ბა, ვინც ასე მო­იქ­ცე­ვა“, - წე­რია წე­რილ­ში.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა