ENews.Ge ახალი ამბები

ცოლ-შვილს ელოდებოდა და მაგ დროს 7-8 ტყვია გავარდა, ახლაგაზრდა კაცი მოკლეს.



“ცოლ-შვილს ელოდებოდა და მაგ დროს 7-8 ტყვია გავარდა… 8 ჭრილობა მიაყენეს კაცს. სკოლის მოსწავლეები მიდი-მოდიან, შეეშინდათ ბავშვებს, ტირილი დაიწყეს” | ამბობენ ბათუმში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები გამოცემა “აჭარა თაიმსთან” საუბრისას:

💬 “სალონში ყოლია ცოლ-შვილი მოყვანილი, იქ იდგა ეტყობა. ასე თქვეს. მაგიც არ დამინახია მე. შოკში ჩავვარდი, ამივარდა ტირილი შიშისგან…”

 “გავიგონეთ ტყვიის ხმა, 7-8 ტყვია გავარდა… შიშისგან ბავშვებმა ტირილი დაიწყეს. ვინ ისროლა, არ ვიცით, გაიქცა და ვსო… ცოლი და ბავშვი აგერ სალონი რომაა, იქ იყვნენ, იცდიდა და მოხდა ამფერი ამბავი. კაცს 8 ჭრილობა მიაყენეს, ფეხებში,მუცელში, კისერში და რავიცი…”

 შემთხვევა ცოტა ხნის წინ ე.წ. ბონის დასახლებაში, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა. სროლის შედეგად 50 წლამდე კაცი დაიჭრა და ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს

 აჭარის ტელევიზია

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა