ENews.Ge ახალი ამბები

"სალონში ჰყოლია ცოლ - შვილი მოყვანილი, მათ ელოდებოდა და მაგ დროს 7-8 ტყვია გავარდა...” - ახალი დეტალები ბათუმში მოკლული მამაკაცის შესახებ



ცოტა ხნის წინ სრო­ლა იყო ბა­თუმ­ში. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუმ­ში გას­რო­ლის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მოკ­ლუ­ლი შუა ხნის მა­მა­კა­ცია.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი "აჭა­რა თა­იმსთან" მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

"ცოლ-შვილს ელო­დე­ბო­და და მაგ დროს 7-8 ტყვია გა­ვარ­და... 8 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს კაცს. სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი მიდი-მო­დი­ან, შე­ე­შინ­დათ ბავ­შვებს, ტი­რი­ლი და­ი­წყეს" - ამ­ბო­ბენ ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის თვითმხილ­ვე­ლე­ბი გა­მო­ცე­მა "აჭა­რა თა­იმსთან" სა­უბ­რი­სას.

"სა­ლონ­ში ყო­ლია ცოლ-შვი­ლი მოყ­ვა­ნი­ლი, იქ იდგა ეტყო­ბა. ასე თქვეს. მა­გიც არ და­მი­ნა­ხია მე. შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, ამი­ვარ­და ტი­რი­ლი ში­შის­გან... გა­ვი­გო­ნეთ ტყვი­ის ხმა, 7-8 ტყვია გა­ვარ­და... ში­შის­გან ბავ­შვებ­მა ტი­რი­ლი და­ი­წყეს. ვინ ის­რო­ლა, არ ვი­ცით, გა­იქ­ცა და ვსო... ცოლი და ბავ­შვი აგერ სა­ლო­ნი რო­მაა, იქ იყ­ვნენ, იც­დი­და და მოხ­და ამ­ფე­რი ამ­ბა­ვი. კაცს 8 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს, ფე­ხებ­ში,მუ­ცელ­ში, კი­სერ­ში და რა­ვი­ცი..."

შემ­თხვე­ვა ცოტა ხნის წინ ე.წ. ბო­ნის და­სახ­ლე­ბა­ში, ცენ­ტრა­ლუ­რი ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. 50 წლამ­დე კაცი კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა