მტკვარში ავტომობილი გადავარდა - წინასწარი ინფორმაციით, მდინარეში სულ მცირე 1 ადამიანს ეძებენ
შემთხვევა ცოტა ხნის წინ სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდის მიმდებარედ მოხდა. როგორც მთავარს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს
პირველი არხი











