ENews.Ge ახალი ამბები

“კარები გადაუკეტავს და დაუწყია სექსუალური ძალადობა“ - ახალი დეტალები რუსთავში, არასრულწლოვნის მიერ მოკლული 50 წლის მამაკაცის საქმეზე: რას ჰყვებიან ახლობლები



რუს­თავ­ში 16 წლის ბიჭ­მა 50-წლამ­დე მა­მა­კა­ცი მოკ­ლა. არას­რულ­წლო­ვა­ნი პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა.

“ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლი“ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ახალ დე­ტა­ლებს ასა­ჯა­რო­ებს. რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლი 15 წლის მო­ზარ­დის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი მათ­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დე­ბენ, ვიდ­რე პო­ლი­ცი­ას ჩა­ბარ­დე­ბო­და, მო­ზარ­დმა მშობ­ლებს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ უამ­ბო.

მო­ზარ­დის ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი და­საქ­მე­ბუ­ლი იყო მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. ის აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 2 დღის ჩა­მო­სუ­ლი იყო და გარ­დაბ­ნის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­და. მა­მა­კაც­მა არას­რულ­წლო­ვანს შეს­თა­ვა­ზა, გა­სამ­რჯე­ლოს სა­ნაც­ვლოდ მას მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში დახ­მა­რე­ბო­და. ბიჭი და­თან­ხმდა და სო­ფელ ქე­სა­ლო­ში, სა­მუ­შა­ოდ წა­ვიდ­ნენ სხვა პი­რებ­თან ერ­თად.

  • მას შემ­დეგ რაც ერთ-ერთი მშე­ნე­ბა­რე ობი­ექ­ტი და­ტო­ვეს, 50 წლის მა­მა­კაც­მა მო­ზარდს შეს­თა­ვა­ზა, რომ რუს­თავ­ში, მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში წა­სუ­ლიყ­ვნენ და ესა­დი­ლათ. 15 წლის ბი­ჭის ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, მოკ­ლულ­მა ის ბი­ნა­ში ჩა­კე­ტა და მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა სცა­და.

რო­გორც მო­ზარ­დმა მშობ­ლებს მო­უყ­ვა, რო­დე­საც თა­ვის დაღ­წე­ვას ცდი­ლობ­და, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და­ი­ნა­ხა დანა და ცდი­ლობ­და რომ თავი და­ეც­ვა, თუმ­ცა მა­მა­კა­ცი ბი­ნის კარს მა­ინც არ უღებ­და.

“რო­გორც კი აიყ­ვა­ნა ბავ­შვი, კა­რე­ბი გა­და­უ­კე­ტავს და და­უ­წყია ძა­ლა­დო­ბა. ტან­საც­მელს ხდი­და და ეჯაჯ­გუ­რე­ბო­და. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ყო­ფი­ლან. ბავ­შვს და­უ­ნა­ხავს დანა, აუ­ღია და თავ­დაც­ვის მიზ­ნით მი­უქ­ნე­ვია. მა­ინც არ ანე­ბებ­და თურ­მე თავს, მა­ინც ცდი­ლობ­და სექ­სუ­ა­ლუ­რად ეძა­ლა­და.

პირ­და­პირ ეუბ­ნე­ბო­და რაც სურ­და მის­გან. ამ კაცს არა­ვინ იც­ნობ­და, ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან,“- აცხა­დებს 15 წლის მო­ზარ­დის ახ­ლო­ბე­ლი.

რო­გორც Ambebi.ge-ს შსს-ში უთხრეს, გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ნიშ­ნავს.


კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა