რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ექსკურსიის მიკროავტობუსები ავარიაში მოყვნენ - გარდაცვლილია ერთი პირი
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ექსკურსიის მიკროავტობუსები ავარიაში მოყვნენ - რა დეტალებია ცნობილი
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ერთმანეთს ექსკურსიის მიკროავტობუსები და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
- შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი დაეჯახა მის წინ მოძრავ მიკროავტობუსს. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი.
გამოცემის ცნობით, ბავშვები გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელი ქესალოს საჯარო სკოლის მე-2-ე კლასის მოსწავლეები არიან. არსებული ინფორმაციით, ბავშვებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
როგორც შსს-ში გვითხრეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მთავარი ფოტო: ინფო რუსთავი











