მკვლელობა რუსთავში - 16 წლის ბიჭმა 50-წლამდე მამაკაცი მოკლა
რუსთავში 16 წლის ბიჭმა 50-წლამდე მამაკაცი მოკლა. არასრულწლოვანი პოლიციამ უკვე დააკავა.
- არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ჭრილობა მამაკაცს ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც Ambebi.ge-ს შსს-ში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს.











