დენის დარტყმის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ახალგაზრდა კაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე შემთხვევის დამატებითი გარემოებები ჩვენთვის უცნობია.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულოსხმობს.
ეს მუხლი გამოიყენება მაშინ, როცა სამუშაო პროცესში უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევას მოჰყვება შედეგი, მაგალითად, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან გარდაცვალება.











