შვილიშვილზე ძალადობაში მსჯავრდებული ქალი, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ TikTok-ლაივში ბავშვს ისევ ეჩხუბა
ამბები.ჯის ცნობით, აღნიშნული ვიდეოს გავრცელების შემდეგ მცირეწლოვანი სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა წაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს
ორ წლამდე შვილიშვილზე ძალადობის ბრალდებით ბებია 2025 წლის სექტემბერში დააკავეს. მან ბავშვს TikTok-ლაივში სცემა. ის 2026 წლის 2 თებერვალს გაათავისუფლეს











